geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

TBC IT აკადემია აცხადებს მიღებას ახალ უფასო კურსზე სტუდენტებისთვის,

წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან  ბანკში და ჯგუფში შემავალ კომპანიებში.

 

ტესტირების ავტომატიზაციის კურსი 

 

კურსზე სწავლა  დაიწყება: 2020 წლის  25 ნოემბერს

 

კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია: 10 ნოემბრის ჩათვლით

 

კურსს ატარებენ თიბისი ჯგუფის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები.

 

კურსის ხანგრძლივობა:   5 თვე.

 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ TBC ჯგუფში ჯუნიორ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის  პოზიციაზე.

 

თანამედროვე მეთოდოლოგიებით მომუშავე ორგანიზაციებში ციფრული პროდუქტის შექმნის მთლიანი პროცესის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაზა არის ტესტირების ავტომატიზაცია, რადგან ის ამცირებს time-to-market-ს და ზოგავს რესურსებს. შესაბამისად, მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერზე.

 

კურსი დაფარავს ტესტირების ავტომატიზაციის ყველაზე აქტულურ საკითხებს:


•       ვებ აპლიკაციების ავტომატიზაციის ინსტრუმენტები - Selenium და Selenide Java-ს გამოყენებით
•       API ავტომატიზაციის ინსტრუმენტები - Rest Assured და Soap UI
•       ვერსიების კონტროლის სისტემა - Git
•       ტესტირების ავტომატიზაციის ფრეიმვორკი - TestNG
•       ტესტირების ავტომატიზაციის დიზაინ პატერნი - Page Object Model
•       Multi-language ინსტრუმენტი ტესტირების რეპორტების დასამუშავებლად - Allure
•       Data Driven Testing, მონაცემთა ბაზების და სხვა გარე რესურსების ინტეგრაცია ტესტში
•       Continuous Integration ინსტრუმენტი და ტექნიკები


  
კურსდამთავრებული დამოუკიდებლად შეძლებს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით შექნას სხვდასხვა სისტემების ავტომატური ტესტირების გადაწყვეტები.

 

კურსზე რეგისტრაცია :  https://www.tbcitacademy.ge/test-automation